|
2017-08-04 12:19:25, 2366 ნახვა
საზოგადოება
ნუცუბიძის მე-4 მ/რ-ში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. მერიის ინფორმაციით, ახალი, შვიდ ჯგუფიანი საბავშვო ბაღი ნუცუბიძის მე-4 მ/რ-ში, ყოფილი 183-ე ბაღის მიმდებარედ შენდება, სადაც ახლა 90-იან წლებში შესახლებული იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ. პროექტისთვის 2 700-მდე კვადრატული მეტრი ტერიტორიაა გამოყოფილი. ბაღში 2 ბაგის და 5 სამიდან ექვს წლამდე ასაკობრივი ჯგუფი იქნება. დასაქმდება 50-მდე ადამიანი. „ჩვენ დავიწყეთ კიდევ ერთი ახალი ბაღის მშენებლობა, რომელიც ნუცუბიძის მე-4 მ/რ-ს მოემსახურება და შესაბამისად, ძალიან ბევრი საცხოვრებელი სახლი, რომელიც გარშემო დგას და იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებსაც ბავშვების შორს ტარება უწევთ, ან საერთოდ ვერ დაყავთ საბავშვო ბაღებში, ამ ახალი ბაღის აშენების შემდეგ იქნებიან დაკმაყოფილებულნი. ეს იქნება აბსოლუტურად თანამედროვე, დაახლოებით, 300 ბავშვზე გათვლილი ბაღი, ენერგოეფექტური და კომფორტული, იმისათვის, რომ ჩვენი პატარები ღირსეულ გარემოში გაიზარდონ“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. ნუცუბიძის მე-4 მ/რ ერთ-ერთია, სადაც ყველაზე მაღალია მოთხოვნა საბავშვო ბაღებზე, სწორედ, ამ მოთხოვნიდან გამომდინარე შეირჩა ახალი ბაღის ტერიტორიაც. საბავშვო ბაღი 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება და 280-მდე აღსაზრდელს მიიღებს. თბილისის მერმა მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასან ერთად ჩადო. ღონისძიებაზე თბილისის მერთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დეპუტატი თამარ ტალიაშვილი და ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე გიორგი ბირბიჩაძე იმყოფებოდნენ.
(NS)
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)