|
2017-08-03 15:55:40, 2151 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ცოფის ვირუსის თანამედროვე კვლევის მეთოდს ამუშავებს
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში მიმდინარეობს სწავლება ცოფის ვირუსის ახლებური მეთოდით გამოკვლევაზე. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორიის სპეციალისტები ცოფის ვირუსის იდენტიფიკაციის (სექვენირების) მეთოდს ამუშავებენ, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ცოფის კვლევა მოლეკულურ (დნმ-რნმ-ის) დონეზე. უწყების განმარტებით, ეს კი მნიშვნელოვანია, სამომავლოდ ვირუსის შესწავლის, ანალიზის, პრევენციისა და კონტროლის მძლავრი მექანიზმის შექმნაში. საქართველოში ცოფის დიაგნოსტიკა მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ტარდება. დაავადების სიმძიმიდან და ცოფის ვირუსის ცხოველებიდან ადამიანებში გავრცელებიდან (ზოონოზიდან) - გამომდინარე, მაღალია პასუხისმგებლობა აღნიშნული დაავადების დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით. სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ცოფის დაავადების დიაგნოსტიკა დღეისათვის მაღალკვალიფიციურად ტარდება. ლაბორატორია აღჭურვილია ბიოუსაფრთხოების კაბინით და თანამედროვე მიკროსკოპით, განყოფილება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომელთაც გავლილი აქვთ არაერთი სწავლება სხვადასხვა საერთაშორისო, საცნობარო ლაბორატორიის სპეციალისტებთან. სექვენირების, ანუ სახეობრივი იდენტიფიკაციის მეთოდი დღეისათვის წარმოადგენს მთავარ მეთოდს მოლეკულური დიაგნოსტიკის სფეროსთვის, რაც შესაძლებლობას იძლევა უკეთესი ეპიდზედამხედველობის მექანიზმის შემუშავებისთვის. (NS)
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)