03:11 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-02 12:25:20, 2256 ნახვა

საზოგადოება
პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ 123 დევნილ სტუდენტს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდა

სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ 123 დევნილს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამას დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს.

მათივე ინფორმაციით,  აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტთა ნაწილთან, რომლებიც სწავლობენ თბილისისა და გორის სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ხელშეკრულებები გაფორმდა. 

მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით სულ შემოვიდა 161 განაცხადი.

ცნობისთვის, განაცხადების მიღება 17 მაისიდან 20 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა. 11 ივლისს გაიმართა კომისიი პირველი სხდომა , სადაც განხილულ იქნა 129 განაცხადი, რომელთაგან 123 დაკმაყოფილდა. დარჩენილი განაცხადები კი შემდეგ კომისიის სხდომაზე იქნება განხილული.

2016 წელს პროგრამაში ჩართვა მხოლოდ სოციალურად დაუცველ დევნილებს შეეძლოთ. თუმცა, ცვლილებების შედეგად, 2017 წლიდან სააგენტო ტრანსპორტირების ხარჯებს ყველა იმ დევნილს დაუფინანსებს, ვინც პროფესიული სასწავლებლის სტუდენტი გახდება.

2017 წელს, პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, დაახლოებით 200 დევნილი სტუდენტი დაფინანსდება. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics