20:00 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-01 16:20:21, 2497 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პენსი ჯარისკაცებს: აქ ვიმყოფები, რომ მადლობა გადამეხადა სამსახურისთვის, რომელსაც სამშობლოს უწევთ

„პრეზიდენტის დავალებით ვიმყოფები თქვენთან იმისთვის, რომ მადლობა გადამეხადა სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ სამშობლოს უწევთ“, - ასე მიმართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა „ღირსეული პარტნიორი 2017“-ში მონაწილე სამხედროებს.

როგორც პენსმა აღნიშნა, ამერიკა და საქართველო გაერთიანებული არიან ერთობლივი ღირებულებისთვის, რაც თავისუფლებისკენ სწრაფვას გულისხმობს.

„მე მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენ მოგმართავთ აქ, „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში მონაწილეებს და თავისუფალი სამყაროს ლიდერის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მისალმებას გადმოგცემთ. პრეზიდენტის დავალებით ვიმყოფები თქვენთან იმისთვის, რომ მადლობა გადამეხადა სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ სამშობლოს უწევთ, თქვენ ყველაზე საუკეთესონი ხართ ჩვენგან. ამერიკელები შორს იმყოფებით სამშობლოდან, რადგან ამერიკა და საქართველო გაერთიანებული არიან ერთობლივი ღირებულებისთვის, რაც თავისუფლებისკენ სწრაფვას გულისხმობს.

პრეზიდენტ ტრამპის მმართველობისას, ამერიკის პოლიტიკა მიმართულია ამერიკის წინსვლისა და აყვავებისთვის. ამერიკაა პირველი, მაგრამ დღეს ჩვენი აქ ყოფნა არ ნიშნავს, რომ ამერიკა პირველია მარტო, ჩვენ დღეს აქ ვდგავართ იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ ურყევ პოზიციას, ჩვენ ქართველ მეგობრებს ვუთხრათ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ. ჩვენ საქართველოს და საქართველოს ხალხის გვერდზე ვდგავართ. ასევე თქვენს მისწრაფებაში გიჭერთ მხარს, გაწევრიანდეთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. პრეზიდენტმა ტრამპმა ვარშავის სამიტზე განაცხადა - ის რაც გვაკავშირებს, არის დემოკრატია და კანონის უზენაესობა. საქართველოს დასაბამი ანტიკურ ხანებში უნდა ვეძებოთ. საქართველო მდებარეობს გზაგასაყარზე, სადაც აღმოსავლეთი დასავლეთს და სამხრეთი ჩრდილოეთს ხვდება. საქართველოს გააჩნია უდიდესი კულტურა და მემკვიდრეობა. ათასწლეულების განმავლობაში ვერავინ წაგართვათ თვითმყოფადობა. ქართველი ხალხის ნებისყოფამ და კულტურამ დროის გამოცდას გაუძლო“, - განაცხადა მაიკ პენსმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics