19:59 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-01 13:33:03, 2296 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: საქართველო იყო, არის და იქნება ამერიკის გვერდით, როდესაც საქმე მნიშვნელოვან გამოწვევებს ეხება

„უპრეცედენტო იყო პრეზიდენტ ტრამპის, პირადად თქვენი ბატონო ვიცე-პრეზიდენტო და ახალი ადმინისტრაციისა და კონგრესის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები დიდ  როლს თამაშობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და მნიშნელოვანია, რომ მაღალი დონის ჩართულობით მოძებნილ იქნას კონკრეტული გადაწყვეტილებები საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იმ დიდ გამოწვევებზე, რომელიც ოკუპაციის შედეგად ჩვენს ქვეყანას აქვს. ამერიკის შეერთებული შტატები დიდ  როლს თამაშობს ჟენევის საერთაშორისო  დისკუსიების ფორმატში  და მნიშვნელოვანია, რომ მაღალი დონის ჩართულობით მოძებნილ იქნას კონკრეტული გადაწყვეტილებები  საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციის და  უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ისევე როგორც კონფლიქტის  პოლიტიკური დარეგულირების მიმართულებით.

ბოლოს მინდა ერთმნიშვნელოვნად დავადასტურო რომ საქართველო იყო, არის და იქნება ამერიკის შეერთებული შტატების   გვერდით, როდესაც  საქმე ეხება მსოფლიოში არსებულ  ყველა მნიშვნელოვან გამოწვევას თუ  საფრთხეს. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ორიენტირებულია როგორც  საქართველოს, ისე რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების  განმტკიცებაზე, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობაზე. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ვიზიტის უაღრესად დიდ მნიშვნელობას  და მიღწეულ შედეგებს. მეტად ვაფასებთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული არაერთი გამოწვევის მიუხედავად პირველი ორმხრივი, ევროპული  ტურნეს ფარგლებში ვიცე-პრეზიდენტი  საქართველოს ეწვია.

ასევე მსურს მადლობა გადავუხადო  ჩვენს ამერიკელ კოლეგებს საქართველოში სტუმრობისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაში მათ მიერ შეტანილი განსაკუთრებული  წვლილისათვის.  დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გავაღრმავებთ ჩვენ სტატეგიულ პარტნიორობას, ამავდროულად მოხარული ვართ ვიცე-პრეზიდენტს  და მის მეუღლეს, ასევე ჩვენს ამერიკელ სტუმრებს  გავაცნოთ ქართული კულტურა  და ისტორიული მემკვიდრეობა, რომლითაც ესოდენ ამაყობს  ქართველი ერი“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics