03:10 - 04 Nov, 2026
|
2017-07-31 13:54:43, 2401 ნახვა
საზოგადოება
შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა გაუქმდა - მაშველებმა 46 მოქალაქის გადარჩენა შეძლეს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და ყველა საგუშაგოზე თეთრი ალმები აღმართა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა უკვე უსაფრთხო და დასაშვებია. უწყების ინფორმაციით, მაშველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, 4-5 ბალიანი შტორმის პირობებში, საქართველოს, აშშ-ს, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთისა და სხვა ქვეყნის 46 მოქალაქის გადარჩენა შეძლეს. მათ შორის ყველაზე მცირეწლოვანი 7 წლის გოგონა იყო. „შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველების ეფექტური, ოპერატიული და მობილიზებული მუშაობის შედეგად, შავ ზღვაზე შტორმის დროს, არც ერთი ფატალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, - აცხადებენ სამინისტროში.
(NS)
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)