10:14 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-28 21:06:04, 2676 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე: კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ეთიკის მიღმა განცხადებების მთავარი შემკვეთი პრეზიდენტია

 „პრეზიდენტ მარგველაშვილის დღევანდელი განცხადებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ  ის არის მთავარი შემკვეთი იმ ეთიკის მიღმა განცხადებების, რომლებიც ადმინისტრაციის მხრიდან კეთდება“,-ასე გამოეხმაურა  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე  პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის  დღევანდელ განცხადებას.

მდინარაძე უმრავლესობის წევრებს მოუწოდებს ნუ წამოეგებიან პროვოკაციულ განცხადებებს.

„ პრეზიდენტ მარგველაშვილის დღევანდელი განცხადებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ის არის მთავარი შემკვეთი და წამახალისებელი იმ ეთიკის მიღმა განცხადებების, რომლებიც მისი ადმინისტრაციის მხრიდან ბოლო დროს კეთდება. ჩვენი გუნდის, უმრავლესობის წევრებს ვთხოვ და მოვუწოდებ, ნუ წამოეგებიან ამ პროვოკაციულ განცხადებებს და შევწყვიტოთ ეს უსარგებლო პოლემიკა. როგორც ჩანს, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ამით საზრდოობს და ეს მათთვის არის საშუალება გამუდმებით იყვნენ ყურადღების ცენტრში“, -აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მისი საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის გამოსვლასთან დაკავშირებით, უმრავლესობას პასუხობს.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მას ეამაყება ანა დოლიძისნაირ ადამიანებთან სამშობლოს ემსახუროს. 

როგორც გიორგი მარგველაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, როდესაც ქვეყანაში უამრავი საჭირბოროტო საკითხია გადასაჭრელი, გამოგონილი დაპირისპირებების შექმნა, ხალხისთვის მნიშვნელოვანი დღის წესრიგიდან გაქცევა ახალი არ არის.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics