02:14 - 04 Nov, 2026
|
2018-06-22 17:14:12, 2506 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გახარია ბრაზილიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს, ტორკვატო ჟარდიმს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე გიორგი გახარიამ სტუმარს სამინისტროში ბოლო დროს განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე, დაგეგმილი პროექტები გააცნო. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს და ყურადღება საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე გაამახვილეს. შეხვედრის შემდეგ, ბრაზილიის დელეგაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერა.
(NS)
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ზელენსკის ყოფილ პრესმდივანს ღალატში ბრალი წაუყენეს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)