|
2017-07-27 16:30:22, 2100 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველი თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებას უარყოფითად აფასებს
საქართველოს სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში იმ ცვლილების შეტანას, რომლის შედეგად საქართველოში თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული (სადა) შეფუთვით რეალიზაციის/განლაგების მომწესრიგებელი ნორმების ამოქმედების ვადად 2018 წლის 1 იანვრის ნაცვლად 2022 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა. კერძოდ, აღნიშნული ცვლილება გუშინ, ერთი მოსმენით „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შევიდა. „იმედს გამოვთქვამთ, რომ 2017 წლის გაზაფხულზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული სხვა პოზიტიური ცვლილებები (დახურულ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევის სრულ აკრძალვა, თამბაქოს პირდაპირი და არაპირდაპირი რეკლამირებისა და პოპულარიზაციის აკრძალვა, თამბაქოს ნაწარმზე პიქტოგრამებისა და სამედიცინო გაფრთხილების დატანის წესს და ა. შ.) უკვე დადგენილ ვადებში ამოქმედდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან საქართველოს მაცხოვრებელთა, განსაკუთრებით კი არასრულწლოვანთა დაცვა კიდევ მრავალი წლით გადაიდება, რაც საბოლოოდ ძალზედ უარყოფითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. საქართველოს სახალხო დამცველი მომავალშიც მიადევნებს თვალყურს ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულებას“,-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებამ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მოაწყო აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)