14:33 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 15:49:21, 2134 ნახვა

საზოგადოება
ხუდადოვის ტყე-პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, ჩუღურეთის რაიონში - ხუდადოვის ტყე-პარკში, დასუფთავების აქცია გაიმართა.

დასუფთავების სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილესთან  გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად გაეცნო.

მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ხუდადოვის ტყე-პარკი წლების განმავლობაში დაგროვილი სამშენებლო და სხვა სახის ნარჩენისგან სრულად გასუფთავდა, ხოლო შეგროვებული ნარჩენის გატანა სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდა.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად ტერიტორიის რეკრეაციული ფუნქცია გაუმჯობესდება.

 „იწმინდება ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებისგან, რომელიც 90-იანი წლებიდან იყრებოდა ამ ტერიტორიაზე. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ შემდგომი 10 დღის განმავლობაში სრულად გავასუფთავებთ ამ ტერიტორიას და  მისი რეკრეაციული ფუნქცია კიდევ უფრო გაუმჯობესდება და გაიზრდება. გასულ წელს ჩვენ აქ ასევე მასობრივი გამწვანების ღონისძიებები ჩავატარეთ, რომლის შედეგადაც 10 000-მდე ხე-მცენარე დაირგო. ამასთან ერთად სამუშაოების დასრულების შემდეგ გავაგრძელებთ ანალოგიურ სამუშაოებს აღმაშენებლის ხეივანზე, სადაც ტერიტორია მოსწორდება დ მომზადდება იმისათვის, რომ საშემოდგომოდ ასევე საკმაოდ ბევრი ხე -მცენარე დავრგოთ და კიდევ უფრო მეტი სიმწვანე შევძინოთ ქალაქს. ამიტომ ქალაქის ყველა სამსახურია მობილიზებული და მაქსიმალურად ინტენსიურად მუშაობენ.“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

აქციაში მონაწილეობა „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მიიღეს. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკაც.

ღონისძიებას თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გოგა წერეთელი და ჩუღურეთის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებამ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მოაწყო აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics