22:27 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 14:16:04, 2936 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ცინცაძე: პოროშენკო ფეხს არ ჩამოდგამდა, უკვე გადაწყვეტილი რომ არ ჰქონოდა, გათავისუფლებულიყო სააკაშვილისგან

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტამდე გადაწყვეტილი ჰქონდა, მიხეილ სააკაშვილისგან "გათავისუფლებულიყო“.

როგორც ცინცაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, სხვა შემთხვევაში ის საქართველოში არ ჩამოვიდოდა, რადგან კარგად იცოდა, რომ პოლიტიკურ შეხვედრებზე არაოფიციალური საუბრის მთავარი თემა სწორედ მიხეილ სააკაშვილის საკითხი იქნებოდა:

„გადაწყვეტილება პოროშენკოს მიღებული ჰქონდა აქ ჩამოსვლამდე, სხვაგვარად  ის თბილისში არ ჩამოვიდოდა. პოროშენკო სულელი არ არის და მან მშვენივრად იცოდა, რომ სასაუბრო, არაოფიციალური მთავარი თემა იქნებოდა, ალბათ,  სააკაშვილის პრობლემა. ამიტომ, საუბარი რომ აქ გადაწყდა, ივანიშვილმა დააჯერა, ეს ისეთი დილეტანტიზმია, როგორიც დღეს გაბატონებულია საქართველოს დანარჩენ სფეროებში დაწყებული საგარეო  საქმეთა სამინისტროდან, დამთავრებული ეკონომიკით. პოროშენკო არავითარ შემთხვევაში ფეხს არ ჩამოდგამდა საქართველოში, მას რომ უკვე არ ჰქონოდა მიღებული გადაწყვეტილება, გათავისუფლებულიყო სააკაშვილისგან“,-განაცხადა სოსო ცინცაძემ.

როგორც ცნობილია, საქართველოს ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეულია უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით, მოქალაქეობის მიღების პროცედურის დროს არასწორი ინფორმაციის მიწოდების მოტივით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics