14:33 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 13:10:16, 2236 ნახვა

საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 32% სამართლიანი არჩევნებისთვის უმთავრეს დაბრკოლებად ამომრჩეველთა მოსყიდვას ასახელებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა : 32% თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უმთავრეს დაბრკოლებად ამომრჩეველთა მოსყიდვას ასახელებს.

18%-ამომრჩეველთა შევიწროვებას, 14%-ბიუჯეტიდან არჩევნებზე  უსამართლოდ ფულის ხარჯვას, ასევე 14% ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებულ  პრობლემებს, 12%-საარჩევნო ყუთებში  ზედმეტი  ბიულეტენების ჩაყრას.

ამასთან, გამოკითხულთა  დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩვენო პროცესს მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნებზე  კარგად წარმართავს. კერძოდ, 29% ამბობს, რომ კარგად წარმართავს, 47%-საშუალოდ, მხოლოდ 9%-ს მიაჩნია, რომ ცესკო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს  ცუდად ჩაატარებს.

NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს მედიას   საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინეს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებამ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მოაწყო აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics