14:32 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 13:09:23, 2103 ნახვა

საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 46%-ისთვის უმნიშვნელოა, პარტიას ქალი და კაცი კანდიდატების თანაბარი რაოდენობა ეყოლება თუ არა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49%-ისთვის  მნიშვნელოვანია პარტიას ქალი და კაცი კანდიდატების თანაბარი რაოდენობა ჰყავდეს.

კერძოდ, კითხვაზე- რამდენად მნიშვნელოვანია, ან უმნიშვნელოა, რომ პარტიას, რომელიც თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას, ჰყავდეს ქალი და კაცი კანდიდატების  თანაბარი რაოდენობა, გამოკითხულთა 9%-მა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, 40% ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, 37% აღნიშნავს, რომ უმნიშვნელოა, 9%-ის შეფასებით, სრულიად უმნიშვნელოა, 5% ამბობს, რომ არ იცის.

NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს მედიას   საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინეს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებამ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მოაწყო აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics