|
2017-07-27 11:47:50, 2249 ნახვა
პოლიტიკა
პიტერ სიიარტო: უნგრეთი იყო და მომავალშიც იქნება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მტკიცე მხარდამჭერი
„ჩვენი სტრატეგიის მიზანი არ არის მხოლოდ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების წარმატებით განხორციელება, ან ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკაში მონაწილეობა, არამედ ჩვენი საბოლოო მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება. რაც მეტნი ვიქნებით ევროპულ ოჯახში, მით უფრო ძლიერები ვიქნებით. ამიტომაც უნგრეთი იყო და მომავალშიც იქნება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მტკიცე მხარდამჭერი“, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პიტერ სიიარტომ სახელმწიფო მინისტრს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლა. შეხვედრა უნგრეთში, ქ.ბუდაპეშტში, ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. პიტერ სიიარტომ აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დემოკრატული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიმართულებით, მათ შორის, დადებითად შეაფასა საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. უნგრეთის საგარეო და ვაჭრობის მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის გადაწყვეტილებებში საქართველოს პროგრესის დაფიქსირების აუცილებლობას და კიდევ ერთხელ დაადასტურა როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრის ოფისის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ევროკავშირის საკითხებში ბალაჟ მოლნართან, თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ტამაშ ვარგასთან (მინისტრის მოადგილე) და ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან რიჩარდ ჰორჩიკთან. შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ადმინისტრაციულ საზღვართან განვითარებული პროცესები. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული ანექსიური პოლიტიკა საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, ასევე მთლიანად რეგიონის სტაბილურ განვითარებას. „ჩვენ ძალიან მალე გვექნება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომლისთვისაც ვებზადებით და ამის გარშემო გვინდა კონსოლიდირება მოვახდინოთ პარტნიორების, მათ შორის, უნგრეთის და მე მოხარული ვარ, რომ ისინი საქართველოს ევროპულ პერსპექტივას მხარს უჭერენ და ყველა დონეზე აღნიშნავენ- ეს იქნება დეკლარაციული, თუ სხვადასხვა დონის შეხვედრები ბრიუსელსა, თუ ბუდაპეშტში“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ ვიზიტის დასრულების შემდეგ.
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)