2017-07-27 11:00:35, 2396 ნახვა
პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა 72%-ს აფგან მუხთარლის გატაცების შესახებ სმენია
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების შესახებ სმენია.
კითხვაზე- იცოდით თუ არა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და ახლა ის აზერბაიჯანის ციხეში იმყოფება, გამოკითხულთა 72%-მა განაცხადა რომ იცოდა, 26%-მა აღნიშნა, რომ არ იცოდა.
NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინეს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან