2017-07-27 10:59:44, 2190 ნახვა
პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა 33% აცხადებს, რომ ქართველ დამკვირვებლებს ენდობა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 33 % აცხადებს, რომ ქართველ დამკვირვებლებს ენდობა. 42% ნეიტრალურ პოზიციას აფიქსირებს, 21% აცხადებს რომ არ ენდობა, 4% -ის პასუხია-"არ ვიცი".
რაც შეეხება უცხოელ დამკვირვებლებს, გამოკითხულთა 44% ამბობს, რომ მათ ენდობა, 36% ნეიტრალურ პოზიციას აფიქსირებს,15%- არ ენდობა საერთაშორისო დამკვირვებლებს, ხოლო 4%-მა არ იცის.
NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინეს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან