|
2017-07-26 17:58:29, 2175 ნახვა
საზოგადოება
გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებები ირღვევა
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოში ორჯერ გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ მათი უფლებები დაცულია. კვლევის თანახმად, საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე შიშობს, რომ მისი პერსონალური მონაცემები დაუცველია. თბილისში თითქმის მესამედი (27% საშუალოდ, 36%) მიიჩნევს, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად შრომის უფლებები ირღვევა, ხოლო ნახევარზე მეტი თვლის, რომ საქართველოში ეროვნული/ეთნიკური (57%) და რელიგიური (57%) უმცირესობების უფლებები ირღვევა. ეს შედეგები გამოავლინა ევროკავშირისა (EU) და გაეროს პროგრამის (UNDP) დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ, რომლის მიზანი იყო საქართველოში მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლა ადამიანის უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების მიმართ. „ადამიანის უფლებები ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების ქვაკუთხედია. ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას ადამიანის უფლებების დაცვის თანმიმდევრული პოლიტიკისა და ეფექტური მექანიზმების შემუშავებაში. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ღია მსჯელობას სამოქალაქო საზოგადოებასა და მოსახლეობასთან“,-განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის ხელმძღვანელმა რენსენტ რეიმ. კვლევა „საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობა ადამიანის უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ“ ეყრდნობა 5 ათასი პირისპირ გამოკითხვის, 14 ფოკუს ჯგუფისა და 29 ჩაღრმავებული ინტერვიუს შედეგებს. ჩაღმავებული ინტერვიუები ჩატარდა საჯარო სექტორის, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ლგბტ თემის წარმომადგენლებთან. კვლევა ჩაატარა ქართულმა კვლევითმა კომპანია „ეი-სი-თი“ 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე, ევროკავშირის შემდეგეი პროგრამების ფარგლებში - „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ და „მართლმსაჯულება ყველასათვის“. კვლევის წარდგენას მთავრობისა და პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)