|
2017-07-26 15:04:41, 2058 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკო ირლანდიის სასწრაფო დახმარების ცენტრის დელეგაციას შეხვდა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ირლანდიის ეროვნული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დელეგაციას შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მართვისა და პერსონალის პროფესიული მომზადების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება ცენტრში დაგეგმილ პროექტებზე და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე გამახვილდა. სამინისტროს ცნობით, დელეგაცია ქვეყანაში ირლანდიის ეროვნული სასწრაფო სამედიცინო დახმარების დირექტორ მარტინ დუნეს ხელმძღვანელობით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დელეგატები ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში იმყოფებოდნენ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ირლანდიელ კოლეგებს რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მართვის საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებების, რეაგირების, პაციენტის ჰოსპიტალიზაციისა და რეფერალის საკითხებზე პრეზენტაციაც იყო წარმოდგენილი. დელეგაციის წევრებმა ჯანდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრიც დაათვალიერეს და მედპერსონალის პროფესიული მომზადების შესახებ გაეცნენ ინფორმაციას. ირლანდიის ეროვნული სასწრაფო სამედიცინო დახმარების დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 23 ივლისს ესტუმრა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)