|
2017-07-26 11:21:16, 2036 ნახვა
საზოგადოება
NDI: საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის შესახებ, გამოკითხულთა 60%-მა არ იცოდა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის შესახებ გამოკითხულთა 60%-მა არ იცოდა. კერძოდ, კითხვაზე- გასულ დეკემბერს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესამუშავებლად საკონსტიტუციო კომისია შექმნა. აპრილში კომისიამ მიიღო კონსტიტუციის სამუშაო ვერსია, იცოდით თუ არა ამ პროცესის შესახებ, გამოკითხულთა 60%-მა უპასუხა, რომ "არა", 33%-მა აღნიშნა" დიახ", 8%-ის პასუხი იყო, "არ ვიცი" NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)