|
2017-07-25 19:22:52, 2459 ნახვა
საზოგადოება
ჭანტურიას ქუჩის მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება
25 ივლისის დღის ბოლოდან, ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ჭანტურიას ქუჩაზე - თაბუკაშვილის ქუჩის კვეთიდან ათონელის ქუჩამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. „შესაბამისად, რუსთაველის გამზირიდან ორბელიანის მოედნისკენ მოძრავი მიკროავტობუსები ჭანტურიას ქუჩის ნაცვლად, ფურცელაძის ქუჩაზე ჩაუხვევენ, ხოლო ავტობუსები: N4, N10, N90, N103, N106 და N112 თავისუფლების მოედნიდან სვლას ბარათაშვილის ქუჩაზე გააგრძელებენ, კონკასთან მობრუნდებიან, შეუხვევენ ორბელიანის მოედანზე, გაივლიან ვეკუასა და ფხოვის ქუჩებს და მოძრაობას დადგენილ გაჩერებებზე დაასრულებენ. ავტობუსები: N20 და N23 მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრაობისას, რუსთაველის გამზირის ნაცვლად, ათონელის ქუჩაზე მობრუნდებიან და სვლას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ“,-აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში. თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს იხდის. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)