|
2017-07-24 19:49:22, 2495 ნახვა
საზოგადოება
3 წლის ნინი სოხურაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
3 წლის ნინი სოხურაშვილი სიცოცხლეს ებრძვის. მას რბილი ქსოვილების სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, lV სტადია. ნინი სოხურაშვილს მკურნალობა უკვე დაწყებული აქვს თურქეთში, თუმცა მის გასაგრძელებლად ფინანსური დახმარება სჭირდება. ამ კვირაში კლინიკამ თანხის ნაწილი ისევ უნდა მიიღოს, ოჯახს კი, რომელიც სოციალურად დაუცველია, ამის საშუალება არ აქვს. ნინის მკურნალობა საერთო ჯამში 80 000 $ ჯდება, თანხის ნაწილი უკვე გადახდილია, ნინის სიცოცხლის გადასარჩენად ახლა 45 000 $-ია საჭირო. ნინი სოხურაშვილს თურქეთში მამა პატრონობს, რადგან დედა 3 თვის მესამე შვილს უვლის. ნინის გადასარჩენად მისი ოჯახის წევრები და მეგობრები გაერთიანდნენ და მხარდაჭერას საზოგადოებასაც სთხოვენ. აღსანიშნავია, რომ დედების ფონდმა ნინი სოხურაშვილს დიდი დახმარება გაუწია, მაგრამ ეს საკმარისი არაა. თქვენს მიერ გადარიცხული თანხა პატარა ნინის სიცოცხლეს გადაარჩენს! თითოეული ჩვენგანის დახმარება მნიშვნელოვანია! თი-ბი-სი ფეის აპარატებში ვირჩევთ "სხვადასხვა"-> "ქველმოქმედება" -> "დედების ფონდი" საბანკო მომსახურება -> იურიდიული პირი -> პირადი ნომერი 01003016433 -> დაბადების თარიღი 05.08.1986 -> ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი (გააჩნია რომელ ბანკში რიცხავთ). საბანკო რეკვიზიტები: გ ა ა ზ ი ა რ ე თუ ვერ ეხმარები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)