|
2017-07-24 18:14:06, 2658 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრს ირლანდიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების დელეგაცია ეწვია
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ირლანდიის ეროვნული სასწრაფო სამედიცინო დახმარების დელეგაცია ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში მიიღო. დელეგაციის წევრებს ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა პირადად მიაწოდეს ინფორმაცია რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მართვის საკითხებზე. შეხვედრაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებების, რეაგირების, პაციენტის ჰოსპიტალიზაციისა და რეფერალის საკითხებზე პრეზენტაციაც იყო წარმოდგენილი. დელეგაციის წევრები მედპერსონალის პროფესიული მომზადების შესახებაც გაეცნენ ინფორმაციას და ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი დაათვალიერეს. დელეგაცია ირლანდიის ეროვნული სასწრაფო სამედიცინო დახმარების დირექტორ მარტინ დუნეს ხელმძღვანელობით საქართველოში 25 ივლისამდე იმყოფება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგატები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს შეხვდებიან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)