16:54 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-24 15:12:38, 2244 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი: ორმხრივი ურთიერთობები ისრაელსა და საქართველოს შორის სწრაფად ვითარდება

„სიხარულით აღვნიშნავ, რომ ორმხრივი ურთიერთობები ისრაელსა და საქართველოს შორის სწრაფად ვითარდება, ხოლო მაღალი რანგის ვიზიტები კიდევ უფრო აძლიერებს ამ მუხტს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ისრაელის პრემიერთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ებრაელებსა და ქართველებს შორის ურთიერთობები სამაგალითოა.

„ჩვენ განვიხილავთ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ქართული მხარე ძალიან მოწადინებულია, გააღრმავოს ორმხრივი ურთიერთობები ამ განსაკუთრებულ ქვეყანასთან. როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენი მეგობრული ერების 26-საუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობები მკაფიოდ აღიბეჭდა ჩვენს ეროვნულ მეხსიერებაში.

ებრაელებსა და ქართველებს შორის პირადი კავშირები და ურთიერთობები მართლაც სამაგალითოა. ამ მხრივ, 2017 წელი განსაკუთრებულია, რადგანაც სწორედ წელს აღინიშნება ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი, მაგრამ ჩვენს ურთიერთობებს, როგორც უკვე აღინიშნა, საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი. ჩვენ ვამაყობთ ჩვენს ერებს შორის არსებული ამ განსაკუთრებული მეგობრობით.

სიხარულით აღვნიშნავ, რომ ორმხრივი ურთიერთობები ისრაელსა და საქართველოს შორის სწრაფად ვითარდება, ხოლო მაღალი რანგის ვიზიტები კიდევ უფრო აძლიერებს ამ მუხტს. ქართული მხარე განუხრელად მიჰყვება ისრაელის სახელმწიფოსთან პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების გზას. ბატონი პრემიერ-მინისტრო, ნება მომეცით, მოგიწვიოთ საქართველოში, რათა თქვენ თავად იხილოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კიდევ ერთხელ შეიგრძნოთ ის დამოკიდებულება და სენტიმენტები, რომლებიც ქართველებს გააჩნიათ ებრაელი ხალხის მიმართ.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში შეინიშნება მნიშვნელოვანი პროგრესი. წარმატება მიღწეულია პრაქტიკულად ყველა სფეროში, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, მაღალი ტექნოლოგიები, უსაფრთხოება და, როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, ჩვენი ქვეყნები დგანან მსგავსი საფრთხეების წინაშე. ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ თქვენს ხალხსა და სახელმწიფოს გრძელვადიანი სტაბილურობისთვის ბრძოლაში.

ასე რომ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენი მთავრობისა და ხალხის მზადყოფნას ჩვენი ორმხრივი კავშირების გაღრმავებასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს ვიზიტი არის შესანიშნავი შესაძლებლობა, განვიხილოთ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის ძალიან საინტერესო პერსპექტივები“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუ საქართველოში მოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics