12:24 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-23 12:30:05, 2246 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანიამ ასათიანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, GWP-ს ოპერაციული მართვის დირექტორთან მამუკა კიკალიშვილთან და საბურთალოს გამგებელთან ბექა მიქაუტაძესთან  ერთად, მიხეილ ასათიანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ასათიანის ქუჩაზე წყალსადენის და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს.

წყალსადენის მაგისტრალური ქსელის და განშტოებების 240 გრძივი მეტრი იცვლება ახლით.

პარალელურად წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით  7 ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება.

 წყალსადენის ახალ ქსელზე  7 საკვანძო-სათვალთვალო ჭა მოეწყობა. ამასთანავე წყალარინების ქსელის 100 გრძივი მეტრი იცვლება ახლით, რომელზეც განახლდება სათვალთვალო ჭები.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ასფალტის ახალ საფარს საბურთალოს გამგეობა დააგებს. სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და აგვისტოს დასაწყისში დასრულდება.

„ასათიანის ქუჩაზეძალიან მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქუჩაზე წლების მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანების გამო მიწის საფარი იყო ჩაწეული. ამჟამად მასშტაბური კაპიტალური რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ცვლის მიწისქვეშა კომუნიკაციებს. ხდება დაერთებები გარშემო დასახლებებთან. მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოების დასრულების შემდეგ საბურთალოს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია მოაწყობს გზის საფარს და ტროტუარებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics