|
2017-07-21 17:02:06, 2382 ნახვა
საზოგადოება
საყდრისის კომიტეტი მომხრეა ბოლნისელებს ეპიდემიური კვლევა ჩაუტარდეთ
საყდრისის კომიტეტის წარმომადგენელი ნინო ბურჭულაძეს განცხადებით, კომპანია „არემჯი გოლდმა“ გარემო მნიშვნელოვნად დააბინძურა, ამიტომ საჭიროა ბოლნისში მცხოვრებ მოსახლეობას ეპიდემიური კვლევა ჩაუტარდეთ. ბურჭულაძემ დღეს, ბრიფინგზე განმარტა, რომ ეპიდემიური კვლევით დადგინდება, თუ როგორი ზეგავლენა მოახდინა გარემოს დაბინძურებამ ადამიანების ჯანმრთელობაზე. „აუცილებლად ჩატარდეს მოსახლეობის ეპიდემიური კვლევა, სასოფლო სამეურნეო პროდუქტის კვლევა, რათა დადგინდეს, აისახა, თუ არა გარემოს დაბინძურება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. „არემჯი გოლდი“ კვლავ აგრძელებს გარემოს დაბინძურებას. გარდა ამისა თავად კომპანიის ხელმძღვანელი დიმიტრი ტროცკი, რომელსაც გარემოზე უნდა ეზრუნა ხელისუფლების სხვადსახვა შტოების საშუალებით ცდილობდა თავი აერიდებინა კონკრეტულ ნაბიჯებს“, - განაცხადა საყდრისის კომიტეტის წარმომადგენელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)