|
2017-07-21 15:53:38, 2206 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარიამ ეკონომიკური დიპლომატიის კონფერენციაში მონაწილოება მიიღო
„ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება, ის დამატებითი რესურსი და ენერგია, რომელიც თქვენ შეგიძლიათ შესძინოთ ეკონომიკურ ცხოვრებას და ეკონომიკურ ზრდას, არის ძალიან მნიშვნელოვანი“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ „ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში ეკონომიკური დიპლომატიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ეკონომიკის მინისტრმა ღონისძიების ორგანიზებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კონფერენციის ჩატარება „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გახსნილ „ჯეო კეპის“ საწარმოში განსაკუთრებით სიმბოლური და მნიშვნელოვანია. „ჩვენ რეგიონში ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს აბსოლუტურად ღია ეკონომიკა. ეს არის ჩვენი პოლიტიკა, ჩვენ ვართ გლობალური ეკონომიკის ნაწილი და რა რისკებსაც და შესაძლებლობებსაც აგენერერირებს გლობალური ეკონომიკა, ჩვენც იმ გარემოში ვცხოვრობთ. ეკონომიკური ზრდის სტრუქტურა არის ჩვენი გამოწვევა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლების ჩართულობა ეკონომიკური ზრდის სხვადასხვა მიმართულებებში, კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. ეკონომიკის მინისტრმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული აქცენტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებზე გააკეთა, განსაკუთრებით თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების ფარგლებში. გიორგი გახარიამ ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული „ექსპორტის სამკუთხედის“ მუშაობის პრინციპი გააცნო. მინისტრის თქმით, „ექსპორტის სამკუთხედის“ ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს ექსპორტიორების ხელშეწყობას ანალიტიკური ინფორმაციით და ტექნიკური მხარდაჭერით, საგარეო საქმეთა სამინისტროს როლი იქნება საელჩოების მეშვეობით მაქსიმალური ინფორმაციის მოძიება კონკრეტულ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა. რაც შეეხება სამკუთხედის მესამე რგოლს, მინისტრის თქმით, ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს, ის ამჟამად ჩამოყალიბების პროცესშია და ამოქმედების შემდეგ უზრუნველყოფს ექსპორტიორების წვდომას ფინანსურ რესურსებზე. ეკონომიკის მინისტრმა გახარიამ კონფერენციაზე ასევე ხაზი გაუსვა იმ პროექტებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნის მიმართულებით ახორციელებს, რათა საქართველოს ეკონომიკა გამოწვევების ეკონომიკიდან შესაძლებლობების ეკონომიკად გარდაიქმნას. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)