|
2017-07-19 20:36:22, 2912 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გიორგი აბაშიშვილი: პარლამენტის თავმჯდომარე ელჩებს პრეზიდენტის იმიჯის წინააღმდეგ მუშაობისკენ მოუწოდებდა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე ელჩებს პრეზიდენტის იმიჯის წინააღმდეგ მუშაობისაკენ მოუწოდებს. "გუშინ საქართველოს პრეზიდენტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რუსული ოკუპაციის და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მუშაობის გაძლიერებისაკენ მოუწოდებდა. დღეს საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტები იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზზე და საოკუპაციო ხაზიდან მთელს მსოფლიოს მოუწოდებდნენ შეეჩერებინათ რუსული აგრესია. სამწუხაროდ, სწორედ ამის პარალელურად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხვდებოდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელებს და იმის ნაცვლად, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის ეთხოვა გაეძლიერებინათ მუშაობა ანტიანექსიის და ოკუპაციის წინააღმდეგ, მათ სთხოვდა და მოუწოდებდა, რომ ემუშავათ საქართველოს პრეზიდენტის იმიჯის წინააღმდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამას მოუწოდებდა იმ ელჩებს, რომლებიც არიან საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)