15:25 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-19 20:05:15, 2694 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
პოროშენკომ ინვესტორებსა და უკრაინელ ტურისტებს საქართველოს შესაძლებლობების აღმოჩენისაკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ბათუმში, უკრაინა-საქართველოს საინვესტიციო ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

პოროშენკო აჭარის ბიზნესფორუმის მონაწილეებს ქართულად მიესალმა და აღნიშნა, რომ ვიზიტის განმავლობაში, დარწმუნდა, ქართველებსა და უკრაინელებზე ახლოს ერთმანეთთან არავინაა.

"ეს ორი დღე იყო ყველაზე ნათელი ჩემს ცხოვრებაში. ჩვენ მივიღეთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების, პრეზიდენტების, მთავრობების ურთიერთობების უპირობო დადასტურება, არამედ ჩვენი ერების სტრატეგიული ურთიერთობის დასტურიც. ჩვენ მებრძოლი, მაგრამ ამავდროულად მშენებელი ქვეყნები ვართ. დღეს უკრაინა და საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერები არიან.

ჩვენ ჩავატარეთ ძალიან ბევრი რეფორმა და კარდინალურად შევცვალეთ ქვეყანა. უკრაინელებმა და ქართველებმა მიიღეს უვიზო მიმოსვლა. მაგრამ, მე გთხოვთ ძვირფასო მეგობრებო, არ გავამარტივოთ უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობა - ეს არ არის მხოლოდ შესაძლებლობა უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისათვის გადაკვეთონ ევროკავშირის საზღვარი ბიომეტრიული პასპორტით, არა - ნუ ამარტივებთ ამას, ეს არის საბოლოო დამშვიდობება საბჭოთა კავშირთან და რუსეთის იმპერიასთან და ჩვენ ვბრუნდებით ევროპული ერების ოჯახში", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველო - უკრაინის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პოტენციალზე ისაუბრა და ინვესტორებსა და უკრაინელ ტურისტებს საქართველოს შესაძლებლობების აღმოჩენისაკენ  მოუწოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics