|
2017-07-18 16:34:57, 2724 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილმა და პოროშენკომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ისაუბრეს
საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბება, ორი ქვეყნის საერთო ინტერესები და გამოწვევები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რაც ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებას გულისხმობს. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობას, საქართველოსა და უკრაინის ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს, ასევე - ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრეს მასშტაბური საერთაშორისო სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების, ასევე - ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ. შეხვედრისას მხარეებმა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)