15:26 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-18 14:31:33, 2331 ნახვა

კომენტარი
გაეროს ელჩი თათია დოლიძის მიმართ მუქარაზე: იმედი გვაქვს, გამოძიება სწრაფი იქნება

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიძიებს თათია დოლიძის საქმეს და იმედი გვაქვს, რომ გამოძიება სწრაფი იქნება“, - ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს ელჩის, ნილს სკოტის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ელჩი აცხადებს, მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა, როგორიც თათია დოლიძეა, ადამიანის უფლებების დასაცავად ხმის ამაღლება შეძლონ.

„ვგმობთ ყველა სახის ძალადობას და, ამ შემთხვევაში, ისეთ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ. ასეთი სახის ქმედებას თანამედროვე საზოგადოებაში ადგილი არა აქვს.

მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა, როგორიც თათია დოლიძეა, შესძლონ ხმის ამაღლება თავისუფლების, სოლიდარობის, ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის დასაცავად. ეს ფუნდამენტური ღირებულებებია როგორც საქართველოსათვის, ასევე გაეროსათვის. თათიამ ნათლად აჩვენა ამ ღირებულებების მნიშვნელობა, როგორც ქართველმა ახალგაზრდამ და საქართველოს ახალგაზრდობის დელეგატმა გაეროში.

დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველა მოქალაქეს უნდა შეეძლოს ადამიანის უფლებების, ანტი-დისკრიმინაციისა და ტოლერანტობის ღია მხარდაჭერა ძალადობის, შეურაცხყოფისა და მუქარის შიშის გარეშე“, - ნათქვამია ნილს სკოტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, „ქართველთა მარშის“ რამდენიმე ორგანიზატორი და მონაწილე 16 ივლისს, სოციალურ ქსელში თათია დოლიძის მიმართ სექსუალური ძალადობის შინაარსის და მუქარის შემცველ კომენტარებს წერდნენ. პოსტი ამ დროისთვის წაშლილია. ამასთან, კომენტარების ავტორთა ნაწილი აცხადებს, რომ ეს მათ არ დაუწერიათ.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics