|
2017-07-18 12:36:29, 2783 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პეტრო პოროშენკო: საქართველოს მიწაზე თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში
„საქართველოს მიწაზე თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. მან გიორგი მარგველაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობას გიხდით დაპატიჟებისთვის და სტუმართ-მასპინძლობისთვის. გუშინ, ჩამოსვლის პირველივე წუთიდან გარშემორტყმული ვარ მეგობრებით და ვიმყოფები ძალიან მეგობრულ გარემოცვაში. ჩვენი ქვეყნები იბრძვიან დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის. საქართველო და უკრაინა ორივე რუსეთის აგრესიის ობიექტია", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. თავის მხრივ, გიორგი მარგველაშვილმა პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრისას კმაყოფილება გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალ სტრატეგიულ დონეზე განახლდება, რომელიც საქართველო - უკრაინას შორის „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერაში გამოიხატება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)