|
2017-07-17 16:35:45, 2367 ნახვა
ეკონომიკა
Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველოში საბავშვო ევროვიზიის კონკურსი ნოემბრის ბოლოს გაიმართება
Check in Georgia-ს ფარგლებში საბავშვო ევროვიზიის საქართველოში ჩატარების შესახებ ისაუბრა საბავშვო ევროვიზიის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სადაც მედიის წარმომადგენლები Check in Georgia-ს მიმდინარეობას და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. როგორც სერგი გვარჯალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 2017 წლის ნოემბრის ბოლოს ჩატარდება და მისი ტრანსლირება მსოფლიოს ოცამდე ქვეყანაში მოხდება. „26 ნოემბერს, შოუს გარდა, გვექნება საერთაშორისო მაუწყებლობა, მათ შორის არამხოლოდ ევროპული, რადგან ავსტრალიაც იქნება ჩართული და შესაბამისად, ტრანსკონტინენტალური გადაცემა იქნება. ვიმედოვნებ, რომ საკმაოდ საინტერესო შოუს მივიღებთ და პარალელურად, ადგილობრივი პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება მოგვეცემა, რადგან ამ პროექტზე ძალიან გამოცდილი ადამიანები იმუშავებენ“, - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპის მაუწყებელთა კავშირისგან მიიღო შეთავაზება 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად, პოპულარიზაციისა და ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად. ეს იქნება საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი, სადაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მეთერთმეტედ წარადგენს მონაწილეს საბავშვო ევროფესტივალზე. საბავშვო ევროფესტივალის ტრანსილება მსოფლიოს ოცამდე ქვეყანაში ხდება და მას თვალყურს დაახლოებით 20 მილიონი ტელემაყურებელი ადევნებს, ამასთან, კონკურსს გააშუქებენ ჟურნალისტები მსოფლიოს 20-მდე ქვეყნიდან. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ ჩვენი ქვეყანა, მისი კულტურა და ტურისტული პოტენციალი გავაცნოთ საერთაშორისო საზოგადოებას.
(NS)
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)