23:34 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 17:06:35, 2774 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონული სისტემა სატრანზიტო პოტენციალის ზრდას ხელს შეუწყობს

სატვირთო ავტომობილებისთვის რიგების მართვის ელექტრონული სისტემა ხელს შეუწყობს „სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტის გამტარიანობის, შესაბამისად, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ზრდას", - ამის შესახებ  საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ახალი ელექტრონული სისტემის ე.წ. TIR პარკინგის შეფასებისას განაცხადა.
 
აღნიშნული სისტემა მიმდინარე წლის 5 ივლისიდან ამოქმედდა.   
 
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, დიდი ზომის სატვირთო ავტომობილებისთვის მუდმივად პრობლემა იყო ის, რომ საბაჟო-გამშვები პუნქტის დროულად გადაკვეთისთვის, მათ სჭირდებოდათ მოწესრიგებული რიგის სისტემა.
 
„ფინანსთა სამინისტრომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომლის შედეგადაც დღეს რიგი მოწესრიგებულია. TIR პარკები უნდა აკმაყოფილებდნენ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს. შესაბამის ნებართვას TIR პარკინგის მოწყობისთვის იძლევა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საპატრულო პოლიციასთან ერთად, უზრუნველყოფს რიგების მართვის ელექტრონული სისტემის მართვას," - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
 
მისი თქმით, აღნიშნული სისტემა საშუალებას იძლევა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეუფერხებლად მოხდეს სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.  
 
5 ივლისიდან, საზღვართან არსებული რიგების მოწესრიგებისა და შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, „სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმართულებით მიმავალი ყველა სახის სატვირთო ავტომანქანა, მიუხედავად იმისა,  ცარიელია თუ დატვირთული, გამშვებ პუნქტში გამოცხადებამდე, ვალდებულია განთავსდეს ხელვაჩაურის რაიონში მდებარე „ფიგოილის" ან „ლიგას"  ავტოსადგომზე, საიდანაც ავტომანქანების გაშვება ხორციელდება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რიგების მართვის ელექტრონული სისტემის მიხედვით.
 
აღსანიშნავია, რომ  ინფორმაცია საბაჟო-გამშვებ პუნქტებთან მდებარე ავტოსადგომებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ონლაინ რეჟიმში  

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics