13:46 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 16:13:23, 2966 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება კომენტარი
იან კელი: 21-ე საუკუნეში, მეზობლის მიერ ტერიტორიული მთლიანობის ასეთი უხეში დარღვევა მიუღებელია

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, "მიუღებელია, რომ 21-ე საუკუნეში მეზობლის მიერ ტერიტორიული მთლიანობის ასეთი უხეში დარღვევა ხდება".

როგორც იან კელიმ ჟურნალისტებს საოკუპაციო ხაზთან განუცხადა, ამერიკა არასდროს აღიარებს ე.წ. საზღვრებს.

"ეს ადგილი ახლოს არის ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალთან, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. მიუღებელია, როდესაც 21-ე საუკუნეში ხდება ტერიტორიული მთლიანობის ასეთი უხეში დარღვევა მეზობლის მიერ. ამერიკის შეერთებული შტატები ამაზე საუბარს გააგრძელებს და ხმას აუმაღლებს. მიუღებელია საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცალმხრივად შეცვლა. ამერიკა ამას არასდროს აღიარებს. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა.  რაც შეეხება საკითხის მოგვარებას, ეს არის პრაგმატული მიდგომები, რომელიც საქართველოს აქვს, მეტი პროგრესი, ჟენევის მოლაპარაკებები და მეტი საუბარი ამ თემებზე", - განაცხადა იან კელიმ.

ცნობისთვის, დღეს სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან საზოგადოების ერთი ნაწილის აქცია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ დღეს ბერშუეთში, 20:00 საათზე კიდევ ერთი აქციაა დაგეგმილი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics