13:46 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 12:58:41, 2472 ნახვა

სამართალი კომენტარი
პროკურორი: საქმეში არის სატელეფონო ჩანაწერები, რომლებიც ოთარ აბესაძის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებს

საქალაქო სასამართლოში მერიის თანამშრომლის, ოთარ აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

პროკურატურა აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

როგორც პროკურორმა ირაკლი მარშანიამ აღნიშნა, ამ დროისთვის გამოძიებას აქვს ყველა საჭირო დოკუმენტი იმისთვის, რომ ჰქონდეთ დასაბუთებული ვარაუდი, რომ ოთარ აბესაძემ ნამდვილად აიღო ქრთამი 3000 დოლარის ოდენობით.

„გამოძიების ამ ეტაპზე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დაპირდა მოქალაქეს, რომ თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით დაეხმარებოდა მას მტკვარზე, ტივზე კაფის გახსნასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში. გარდა ამისა, დაპირდა, რომ გაუწევდა სამსახურეობრივ მფარველობას მერიის ზედამხედველობის სამსახურების წინაშე, რითაც დაუბრკოლებლად მისცემდა სარემონტო სამუშაოების ჩატარების უფლებას. აღნიშნულის სანაცვლოდ მან მოქალაქეს ქრთამის სახით 3000 ამერიკული დოლარი გამოართვა“, - განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, საუბრისას ახსენებს სხვა მაღალჩინოსანსაც, თუმცა ვისი სახელით და თანამდებობით სარგებლობდა აბესაძე, ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.

„მოცემულ საქმეზე არსებობს როგორც სატელეფონო ჩანაწერები, ასევე ვიდეო-აუდიო ჩანაწერები. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერ მოგახსენებთ, მაგრამ მერიის თანამშრომლების სახელებს იყენებს“, - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, ოთარ აბესაძეს ქრთამის აღება ედება ბრალად. გამოძიების ვერსიით, მან ერთ-ერთ რესტორანს მშენებლობისთვის საჭირო ნებართვების მიღების სანაცვლოდ 3000 დოლარი გამოართვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics