13:51 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 12:09:42, 2777 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი: უვიზო მიმოსვლამ განამტკიცა რწმენა, რომ საქართველო სრულფასოვანი ევროპული სახელმწიფოა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლამ განამტკიცა რწმენა, რომ საქართველო ევროპის ნაწილი და სრულფასოვანი ევროპული სახელმწიფოა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" გახსნაზე განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაცია საქართველოს თითოეული მოქალაქის ღირსებას და ეროვნულ სიამაყეს ეხება.

პრემიერმა "საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" ფორუმის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

"მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის წლევანდელი კონფერენცია განსაკუთრებულია, რადგან პირველად ტარდება მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა ამოქმედდა. ეს საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის წარმატებაა, ეს არის თითოეული მოქალაქის კუთვნილება და პოლიტიკოსთა დიდი შრომის შედეგი. ამ წარმატებას წინ უძღოდა მასშტაბური რეფორმები, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონმდებლობის ფუნდამენტური გარდაქმნის კომპლექსური პროცესი, რაც მიზნად ისახავდა ევროპულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ სტანდარტებთან დაახლოებას. ეს გზა არ იყო ადვილი, იყო მნიშვნელოვანი გამოწვევები, თუმცა უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენს ძალისხმევას ფუჭად არ ჩაუვლია - დღეს უკვე გვაქვს ძალიან კონკრეტული და ხელშესახები შედეგები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მნიშვნელოვანი გზავნილია თითოეული ქართველისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, რადგან ეს ჩვენს ღირსებასა და ეროვნულ სიამაყეს ეხება, და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამან განგვიმტკიცა რწმენა, რომ საქართველო ევროპის ნაწილი და სრულფასოვანი ევროპული სახელმწიფოა", - განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლა პოზიტიური გზავნილია იმ მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ.

"მათ გაუჩნდათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რაც უვიზო მიმოსვლას მოაქვს. ევროპული ინტეგრაცია საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის უალტერნატივო და შეუქცევადი პროცესია. ევროპელობა ჩვენი ეროვნული იდენტობის ნიშანი და ის ღირებულებაა, რომლისთვისაც მრავალი თაობა იბრძოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, სწორედ ევროპული ინტეგრაცია იყო ქვეყნის განვითარებისა და რეფორმირების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა. საქართველოს დემოკრატიული განვითარება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ევროპული მისწრაფებების ნათელი შედეგია და ჩვენ ამ მიზნის ერთგული ვრჩებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, საქართველო განუხრელად აგრძელებს ძლიერი ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას.

"ეს გახლავთ ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტები და ღია მმართველობის სისტემა, პოლიტიკური პლურალიზმი, თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა, მყარი საბაზრო ეკონომიკა და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო. ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციიდან მიღებული სარგებელი. დღეს ეს შედეგები ყველასთვის თვალსაჩინოა. ევროკავშირი, როგორც ერთიანი ბაზარი, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია - წინასწარი ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-მაისში ჩვენი სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან 15.3 %-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო ექსპორტი გაიზარდა თითქმის 41%-ით. ევროპული სტანდარტების დანერგვის შედეგად, ქართული პროდუქტები ეტაპობრივად იმკვიდრებს ადგილს ევროპის ბაზარზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics