12:53 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-11 12:22:38, 2517 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა - დაშავდა სულ მცირე 14 ადამიანი

მოსკოვში, დიმიტრიევსკის გზატკეცილზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „რიოში“ ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ხანძარს შესაძლო ხუთიდან, მე-4 რანგის სიმძლავრე მიენიჭა.

როგორც BBC წერს, შენობიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ინციდენტის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. დაშავებულების ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ნაწილს კი, სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, მისი გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics