14:02 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 19:33:50, 2432 ნახვა

სამართალი
„მოწმეებმა მამალაძესთან მეგობრობის მიუხედავად ვერ დამალეს, რომ დეკანოზი თეთრუაშვილთან უარყოფით დამოკიდებულებაში იყო“

 ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, დღეს დაკითხულმა საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ მამა გიორგი  მამალაძე მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებაში იყო შორენა თეთრუაშვილთან და მას კარიერული წინსვლის დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევდა.

ამასთან, გუბელაძის განცხადებით,  დღეს ასევე დაიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც ისაუბრეს მამა გიორგი მამალაძის მერკანტილურ დამოკიდებულებაზე საპატრიარქოს კლინიკასთან დაკავშირებით.

„თუ როგორი ანგარებითი დამოკიდებულება ჰქონდა მას, როგორ გაათავისუფლებინა სპეციალურად გენერალური დირექტორი და დაიკავა მისი ადგილი, შემდეგ მისი ფინანსური სქემის მიხედვით იმ კომპანიისგან, რომელშიც თავისი მეგობარი იყო დამფუძნებელი, იღებდა ხელფასის სახით დამატებით ანაზღაურებას“,-განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

პროკურორი ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს საკმაოდ ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვთ ბრალდებულთან.

„ამის მიუხედავად მათ ვერ დამალეს ის ფაქტი, რომ გიორგი მამალაძე მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებაში იყო შორენა თეთრუაშვილთან. მის მიმართ გამოხატავდა ცინიკურ დამოკიდებულებას და მიიჩნევდა მას კარიერული წინსვლის დამაბრკოლებელ გარემოებად“,-განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი გიორგი ფანცულაია ირწმუნება, რომ მამა გიორგი მამალაძემ კლინიკაში მუშაობისას ხელფასი 4-ჯერ შეიმცირა.

„მის მისვლამდე იყო 7000 ლარი გენერალური დირექტორის ხელფასი, 7000 ლარიდან 1500 ლარზე ჩამოიყვანა. სამი, ოთხჯერ შეიმცირა ხელფასი. არანაირი ფაქტით არ დასტურდება, რომ ის 3000 ლარზე აპირებდა ხელფასის აყვანას. ასეთი რამ არცერთ მოწმეს არ უთქვამს“,-განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ადვოკატის ამ განცხადებას უპასუხა პროკურორმა.

 გუბელაძის თქმით, მამა გიორგი მამალაძეს ხელფასი არ შეუმცირებია.

„ვინც დაკითხა ის  არის მისი ახლო მეგობარი, რომელმაც სამწუხაროდ ის არ იცის რომ იანვრის თვიდან მამალაძე იღებდა 3000 ლარ ხელფასს კლინიკაში მუშაობის სანაცვლოდ და არაფერი შეუმცირებია“,-განმარტა გუბელაძემ.

ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მომდევნო პროცესი 11 ივლისს 11:00 საათზე ჩაინიშნა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics