14:02 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 14:34:55, 2149 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილი მალტის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი მალტის შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, დოქტორ მიქაელ ფარუჯიას შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, მალტის შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება ევროინტეგრაციის მიმართულებით, ასევე, უსაფრთხოების კუთხით, საქართველოს მიღწევებზე გაამახვილა.

დოქტორ მიქაელ ფარუჯიას თქმით, მისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი სავიზო რეჟიმი სწორედ მალტის პრეზიდენტობის დროს მიიღეს.

საქართველოს შს მინისტრმა მალტელ კოლეგას უწყებაში ბოლო დროს განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო.

შეხვედრაზე მხარეებმა, ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატში, შესაბამის უწყებებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.

გიორგი მღებრიშვილმა მალტის შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადება შესთავაზა.

მსგავსი სამუშაო ჯგუფები საქართველოს შს სამინისტროს უკვე შექმნილი აქვს გერმანიის, ავსტრიის, დანიის, ფინეთის, შვედეთის, იტალიის, საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების შს სამინისტროებთან ერთად.

დოქტორ მიქაელ ფარუჯიამ საქართველოს შს მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ვალეტაში მიიწვია და მისგან საპასუხო მიწვევა მიიღო.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics