|
2017-07-06 15:28:02, 2487 ნახვა
ეკონომიკა
ივნისში მგზავრთნაკადი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 59%-ით გაიზარდა
ივნისში მგზავრთნაკადი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 59%-ით (60912) გაიზარდა. ინფორმაციას ტავ ჯორჯია ავრცელებს. “ტავჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა. მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოშიგანხორციელებული 180 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. „“TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღესდღეისობით „TAV Airports Holding” და მისი პარტნიორი კომპანია „Aeroports de Paris Group” მსოფლიო მასშტაბით ოპერირებას უწევენ 37 აეროპორტს და ემსახურებიან 200 მილიონზე მეტ მგზავრს, მათ შორის(სტამბოლის ათათურქის აეროპორტი, პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი, ზაგრების, სკოპიეს, რიგის, მედინას აეროპორტები და სხვა). ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ორივეკომპანიის აქციები თავისუფალ საჯარო გაყიდვაშია პარიზისა და სტამბოლის საფონდო ბირჟებზე“,-აცხადებენ ტავ ჯორჯიაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)