|
2017-07-06 14:16:18, 2763 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში Amnesty International-ის დირექტორი დააკავეს
თურქეთის სამართალდამცველებმა 8 უფლებადამცველი დააკავეს, - ამის შესახებ World.news იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებულებიდან ერთ-ერთი Amnesty International-ის სტამბოლის ბიურის დირექტორი იდილ ესერია. ამასთან, ესერის გარდა, 1 გერმანელი და 1 შვედი ტრენერია დაკავებული. მედიის ცნობით, დაპიტიმრების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. Amnesty International-ის გენერალური მდივნის სალილ შეტის თქმით, თურქეთის პოლიციამ რეიდი ყოველგვარი მიზეზის გარეშე ჩაატარა. მისივე განმარტებით, აღნიშნული ფაქტი მიუთითებს თუ როგორ ამეტებს ძალას თურქეთის პოლიცია და როგორ რთულ მდგომაროებაში იმყოფებიან თურქეთში მყოფი უფლებადამცველები. ორგანიზაციამ შესაბამისი განცხადება უკვე გაავრცელა და ყველა დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ ივნისის ბოლოს თურქეთის პოლიციამ Amnesty International-ის იზმირის ბიუროს ხელმძღვანელ ტენერ კილიჩიც დააკავა. მას ბრალად ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები თურქი ოპოზიციონერისა და მქადაგებლის, ფეტჰულა გიულენის ორგანიზაციის წევრობა წაუყენეს ბრალად.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)