|
2017-07-06 10:16:44, 2488 ნახვა
მსოფლიო
ნიკი ჰეილი: აშშ-ი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს
გაეროში ამერიკის შეერტებული შტატების ელჩის ნიკი ჰეილის განცხადებით, ამერიკა მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს. ჰეილიმ ფხენიანის მიერ ბირთვული რაკეტის გამოცდას მკვეთრი სამხედრო ესკალაცია უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ-ი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი რეზოლუციის შემუშავების საკითხს დააყენებს. გარდა ამისა, მისივე თქმით, აშშ-მა, შესაძლოა, სავაჭრო შეზღუდვები აამოქმედოს. „აშშ-ი მზად არის, საკუთარი თავისა და მოკავშირეების დასაცავად ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს. ერთ-ერთი ასეთი შესაძლებლობა გულისხმობს ჩვენს დიდ სამხედრო ძალას, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ, მაგრამ ახლა გვირჩევნია ამ მიმართულებით არ წავიდეთ“, - განაცხადა ჰეილიმ. ამასთან, საფრანგეთის ელჩმა გაერო-ში ასევე მზადყოფნა გამოთქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ რეზოლუციას მხარი დაუჭიროს, რომელიც სანქციების გამკაცრებისკენ იქნება მიმართული. აშშ-ის ელჩმა გაერო-ში ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მა, შესაძლოა, სავაჭრო ურთიერთობა გაწყვიტოს ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან სავაჭრო ურთიერთობებს გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა 4 ივლისს წარმატებით გამოსცადა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)