12:18 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 11:26:25, 2196 ნახვა

სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს 20-ზე მეტი ექსპერტის დაკითხვა იგეგმება

ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი  კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე 20-ზე მეტი ექსპერტის დაკითხვა იგეგმება.

როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ  სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დაიკითხებიან შსს-ს სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტები და მოწვეული ექსპერტები.

გუბელაძის თქმით, მათ მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადასტურდება, რომ ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძის ბარგში აღმოჩენილი მომწამვლელი ნივთიერება ნამდვილად ნატრიუმის ციანიდია.

მისივე თქმით, ასევე დადასტურდება, რომ  ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მამა გიორგი მამალაძის სახლიდან არის ამოღებული ვარგისია და კუსტარულად არ არის დამზადებული.

გარდა ამისა, პროკურორის განმარტებით, მოწმეები საკუთარ ჩვენებაში დაადასტურებენ იმასაც, რომ მამა გიორგი მამალაძისა და ბრალდებულის მხარის მთავარი მოწმის ირაკლი მამალაძის საუბრის  ვიდეოჩანაწერი ავთენტურია.

პროკურორის ამ განცხადებას უკვე უპასუხა დაცვის მხარემ.

ადვოკატ  მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ექსპერტების დაკითხვა არაფრის მომცემი იქნება.

იქიდან გამომდინარე, რომ მამა გიორგი მამალაძეს ადვოკატის მტკიცებით, ციანიდი ჩაუდეს და „შესაბამისად  ის ცუდი ხარისხის არ იქნებოდა“.

ამასთან, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ მამა გიორგი მამალაძეს ცეცხლსასროლი იარაღი თავად ირაკლი მამალაძემ შეანახინა და შესაბამისად, ის უსარგებლო იარაღს არ მიუტანდა.

ე.წ. ციანიდის საქმის განხილვას სახალხო დამცველის ორი წარმომადგენელი ესწრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს - ფედერალისტები პარტიების აკრძალვაზე
რეჟიმი პარტიების აკრძალვის მოთხოვნას, პარტია „ფედერალისტებიც“ დაამატებს
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics