2017-07-04 09:51:39, 2514 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი დღეს 2.4000 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.4000 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.4036 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 2.7302 ლარი ღირს, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.7408 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0106 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან