12:17 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 17:00:02, 2152 ნახვა

სამართალი
ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევა არაკონკურენტულ გარემოში მოხდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მან თბილისის საქალაქო სასამართლოს  თავმჯდომარის  თანამდებობაზე ვასილ მშვენიერაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.

როგორც ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იუსტიციის საბჭოს არ აქვს გაწერილი პროცედურები, თუ როგორ უნდა დაინიშნოს ამა თუ იმ სასამართლოს თავმჯდომარე.

მისივე თქმით, საბჭოს შესთავაზა, დროებით, რამდენიმე თვით მიენიჭებინათ ვასილ მშვენიერაძისთვის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება  და პარალელურად  საბჭოს ემუშავა  თავმჯდომარის დანიშვნის პროცედურებზე, რათა შეექმნა კონკურენტული გარემო.

„ისე რომ მოსამართლეებს ყველას მისცემოდა შესაძლებლობა, მიეღო კონკურსში მონაწილეობა, მხოლოდ ერთ კანდიდატურაზე გვქონდა მსჯელობა. ეს არ არის ბუნებრივია კონკურენტული გარემო, აუცილებლად ყველა მოსამართლეს უნდა მივცეთ საშუალება, კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, გამოსცადოს თავისი შესაძლებლობები საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე“,-აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ვასილ მშვენიერაძის კანდიდატურას, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ,  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ დაასახელა, ასევე, მხარი არ დაუჭირა საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე აირჩია.

ის ამ პოზიციაზე  დღეიდან იქნება დანიშნული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს - ფედერალისტები პარტიების აკრძალვაზე
რეჟიმი პარტიების აკრძალვის მოთხოვნას, პარტია „ფედერალისტებიც“ დაამატებს
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics