10:35 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-02 11:33:44, 2217 ნახვა

სამართალი საზოგადოება
შსს აირბალონიანი მოწყობილობების მქონე ავტომობილების მძღოლებს მოუწოდებს, სისტემა შეამოწმონ და შესაბამისი სერტიფიკატები აიღონ

შინაგან საქმეთა სამინისტრო, სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, კიდევ ერთხელ  ხაზგასმით განმარტავს, რომ 2017 წლის 1 ივლისიდან არ შეიცვლება სამართლებრივი რეჟიმი აირბალონიანი მოწყობილობის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისათვის და მათი შემოწმებისა და რეაგირების წესი ბუნებრივი აირის სისტემის მონტაჟზე იქნება იგივე, რაც იყო 2017 წლის 1 ივლისამდე და ეს მიდგომა გამკაცრდება მხოლოდ ტექდათვალიერების სისტემის ამოქმედების შემდეგ.

"დღეის მდგომარეობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-5 ნაწილით (ექსპლუატაციის წესების დარღვევა) დადგენილი მოთხოვნების შემოწმებას და მასზე რეაგირებას ახორციელებს იმ შემთხვევაში თუ დარღვევა ვიზუალურად აშკარაა და ვიზუალური დაკვირვების შედეგად სახეზეა გაუმართაობისგან საფრთხის წარმოშობის მაღალი ალბათობა. აგრეთვე, იმ შემთხვევაში, როდესაც სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება ტექდათვალიერებას და ასეთი სატრანსპორტო საშუალება არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს. გამართული ტექდათვალიერების სისტემის გარეშე, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა აღსრულების სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ მექანიზმს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, გარდა ზემოაღნიშნული ორი შემთხვევისა (ვიზუალური დაკვირვების შედეგად გაუმართაობით გამოწვეული აშკარა საფრთხე და სავალდებულო ტექდათვალიერებას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიერ მოთხოვნების დარღვევა) არ განახორციელებს 119-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და შესაბამისად, არ მოხდება ამ მძღოლებისათვის ქულების შემცირება",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ამასთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აირბალონიანი მოწყობილობების მქონე სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი წესით მოახდინონ მათ სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული სისტემების შემოწმება და შესაბამისი სერტიფიკატების აღება ტექდათვალიერების სისტემის ამოქმედებამდე, რადგან ტექდათვალიერების სისტემის ამოქმედების შემდეგ, ამ სფეროში ადმინისტრირება გამკაცრდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics