23:51 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-30 18:38:13, 2687 ნახვა

პოლიტიკა
კონგრესმენი ჯერი კონოლი: საქართველოში ჩამოყალიბებული დემოკრატია მეზობელი ქვეყნებისთვის მაგალითია

„საქართველოსთვის სასიხარულო ამბავია, რომ მას ბევრი მეგობარი ჰყავს აშშ-ის კონგრესში, არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ“,-ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის ინიციატივით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  

„ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნების 25 წლიან მეგობრობასა და ურთიერთობას, ასევე მნიშვნელოვანი აღნიშვნის ღირსია საქართველოს დემოკრატია, ქვეყანა  კვლავ განვითარების გზაზეა და მაგალითია მისი მეზობელი სახელმწიფოებისთვის"- აღნიშნა კონგრესმენმა.

მან  საკუთარ გამოსვლაში  ხაზი გაუსვა ამერიკის პოლიტიკურ წრეებში საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას.

 „საქართველოს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვეწვიე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც  ასამბლეა ნატო-ს არაწევრ ქვეყანაში,  გაიმართა. ეს იყო გზავნილი თუ რამდენად ვაფასებთ ჩვენ - ნატოს წევრი ქვეყნები,  საქართველოსთან ურთიერთობას და რომ ნატო საქართველოს ერთგული რჩება"-აღნიშნა კონგრესმენმა.

 ცნობისთვის, საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავთან დაკავშირებით წარმომადგენლობით პალატაში გამართული ღონისძიების  ინიციატორი  საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე ტედ პო იყო.

 შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე კონგრესმენი კონელის გარდა, სიტყვით წარსდგნენ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ტედ პო და აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics