23:51 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-30 13:02:23, 2648 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: მიხეილ შვიდკოის კანონი ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ არ დაურღვევია

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ მიხეილ შვიდკოისთან პირადი შეხვედრა ჰქონდა.

როგორც მან თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, მასთან მთავრობის არც ერთ წარმომადგენელს ოფიციალური შეხვედრა არ ჰქონია.

 ზურაბ აბაშიძის განმარტებით, მიხეილ შვიდკოი საქართველოს ხშირად სტუმრობს და არანაირი კანონი ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ მას არ დაურღვევია

 „თბილისში ჩატარდა მედია ფორუმი. ეს ჩვენ მედიის საშუალებით გავიგეთ. მთავრობას ამ ფორუმთან არანაირი შეხება არ აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაატარეს ეს ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის წარმომადგენლებმა. იქ იმყოფებოდა ბატონი შვიდკოიც, რამდენიმე რუსი ჟურნალისტიც. ამ ხალხთან არანაირი ოფიციალური შეხვედრები ან მე, ან მთავრობის ვინმე წარმომადგენელს არ ჰქონია. მე მქონდა პირადი კომუნიკაცია ბატონ შვიდკოისთან, მას დიდი ხანია ვიცნობ და ვთქვი კიდეც გუშინ, რომ ვაპირებდი მასთან მქონოდა პირადი კომუნიკაცია. ვისაუბრეთ კონკრეტულ პირადულ საკითხებზე. საკითხი ეხება კერძო პირებს, ადამიანებს. ჩვენს მოქალაქეებს რაღაც დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება. არავითარი ოფიციალური თემები არ განგვიხილავს. სხვა პირადული შეხვედრებიც მქონდა გუშინ ოჯახის წევრებთან, შვილიშვილებთან, ცოლთან. ის ხშირად ჩამოდის საქართველოში, პირველად არ ჩამოსულა. არანაირი კანონი ოკუპირებული ტერიტიორიის შესახებ მას არ დაურღვევია, აქ მემგონი, ნათესავებიც ჰყავს, წმინდა ადამიანური შეხვედრა იყო მასთან“,-აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics