2017-06-30 09:18:09, 2806 ნახვა
მსოფლიო
პუტინი და ტრამპი ჰამბურგში დიდი ოცეულის სამიტზე ერთმანეთს შეხვდებიან
თეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი "დიდი ოცეულის" სამიტზე მოლაპარაკებებს გამართავენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის და რუსეთის პირველი პირების შეხვედრის სხვა დეტალები ამ დროისთვის ჯერჯერობით უცნობია.
ჰამბურგი „დიდი ოცეულის“ სამიტს 7-8 ივლისს უმასპინძლებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან