2017-06-29 23:02:21, 2962 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტზე მოლაპარაკებებს გამართავენ
თეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი "დიდი ოცეულის" სამიტზე მოლაპარაკებებს გამართავენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, 10 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ივლისში, G20-ის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას აპირებს, თუმცა თეთრი სახლი ამას არ ადასტურებდა.
ჰამბურგი „დიდი ოცეულის“ სამიტს 7-8 ივლისს უმასპინძლებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან